დეტალური აღწერა:
ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო
"ფემინიზმის თავგადასავალი: სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან ნეოლიბერალურ კრიზისამდე" ნენსი ფრეიზერის ბოლო გამოცემაა, რომელიც ავტორის ორმოცწლიანი მოღვაწეობის რეტროსპექტივას გვთავაზობს. ამ ესეებში საკმაოდ საკამათო, გარკვეულწილად - სარისკო, მაგრამ უაღრესად საინტერესო თეორიული ნააზრევია წარმოდგენილი: ფრეიზერი აანალიზებს ფემინისტური მოძრაობის განვითარებას, წარმოაჩენს მის ისტორიულ მნიშვნელობას და მწვავედ აკრიტიკებს მიღწეულ შედეეგებს. ამავდროულად, ის აფასებს თანამედროვე გამოწვევებს და ემანსიპატორული ბრძოლის ახალ პერსპექტივებს სახავს.