დეტალური აღწერა:
პატარა მკითხველი უკვე იცნობს წიგნს „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“. „დიდედა და რვა ბავშვი ტყეში“ ამ სერიის მეორე წიგნია. მარენი, მარტინი, მარტა, მადსი, მონა, მილი, მინა, წრიპა მორტენი, დედა, მამა და დიდედა – ყველანი ტყის სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად. ახლა დიდედას საკუთარი ოთახი აქვს, სამოვრის მილს კი გაზქურასთან ახლოს სძინავს. მეორე სართულზე ბიჭებისა და გოგოების ოთახები და დედასა და მამას საძინებელია. ამ მხიარულ ოჯახს აქ უამრავი თავგადასავალი ელის.