დეტალური აღწერა:
ბიძია სევას უმცროსი მეგობარი, რვა წლის ცოტნე, სასაცილო და საოცარ ამბებს გვპირდება. არ გეგონოს, რომ ის ან წიგნის სხვა გმირები ავტორმა გამოიგონა. ბიძია სევა მართლა ცხოვრობდა ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში, თითქმის მთელი ქალაქი იცნობდა და მართლა ისეთი მხიარული იყო, როგორიც ამ წიგნშია. დაუჯერე პატარა ცოტნეს, წაიკითხე მათი მეგობრობის მხიარული ისტორია, გაიცანი ბიძია სევა და არ ინანებ – ისევე გულიანად იცინებ, როგორც ცოტნე, მისი უმცროსი ძმა პაატა და მათი მშობლები იცინოდნენ.
ხელმისაწვდომია ფილიალებში: