დეტალური აღწერა:
ჟაკლინმა ცხოვრება თავის სურვილებთან ბრძოლაში გაატარა. წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა, საკუთარი თავის ძიება და მიღება – ყოველივე ეს ხანგრძლივი, და ხშირად ძალზე მტკივნეული პროცესია. „ჟაკლინში“ აღწერილი ამბები თითქოს ხელშესახებია, ნამდვილი. მთავარი გმირის მსგავსად, ყოველ ჩვენგანს ერთხელ მაინც მოუნდომებია საკუთარი თავის გაცნობა, ის კი სრულიად უცხო აღმოჩენილა. ეს რომანი მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ ჩვენი თავი ისევე, როგორც სხვებს ვხედავთ.