დეტალური აღწერა:
მიყრუებულ სოფელში გაზრდილ 17 წლის გოგონა ლუს ოცნებად ჰქონდა გადაქცეული დიდებული სახლის, „ქარდიუ-ჰაუსის“, ნახვა. წლების განმავლობაში ეს სახლი მისი მდიდარი მფლობელებისგან მივიწყებული იყო. და აი, ზაფხული დადგა და გოგონას ზღაპრულ პრინცად მოევლინა ახალგაზრდა რობერდ ქარდიუ, ერთგულ მეგობრად კი მისი და, ქეითლინი.
ლუმ საოცარ, ფერადოვან სამყაროში შეაბიჯა, სადაც სიცოცხლე დუღს, მაგრამ უზრუნველობისა და მხიარულების მიღმა თურმე დიდ სევდასაც დაუვანებია.