დეტალური აღწერა:
ინგლისელი თეატრის რეჟისორმა და თეატრის მკვლევარმა, კეიტი მიტჩელმა (დაბ. 1964 წ.), 1995 წლიდან დღემდე დადგა არაერთი გახმაურებული დრამატული თუ საოპერო წარმოდგენა დიდი ბრიტანეთის, იტალიის, გერმანიის, აშშ-ს და სხვა ქვეყნების წამყვან თეატრებში. 1996 წელს, სპექტაკლისათვის „ფინიკიელი ქალები“ მან, როგორც საუკეთესო რეჟისორმა, „ივნინგ სტანდარტის“ ჯილდო დაიმსახურა.
წიგნში, „რეჟისორის ხელობა“, ავტორი პრაქტიკულ რჩევებს აძლევს დაინტერესებულ მკითხველს და მისთვის დამახასიათებელი უჩვეულო ხედვით გამოცემას აქცევს იდეალურ გზამკვლევად რეჟისორებისთვის პირველი რეპეტიციიდან პრემიერამდე.