bookspace

ბუცები და ტყავის ჩექმა

GEL 13.5
აღწერა
2021 / ყდა: რბილი / 144 გვ. / 20 X 20
ფასი
GEL 13.5
ნანახია
3509

დეტალური აღწერა:

Ziari Press

ავით ჯიშკარიანი


თბილისის „დინამო“ ბევრ ადამიანში დიდი გამარჯვების სიხარულთან ასოცირდება. ჩვენი წიგნი ამ ლეგენდარული გუნდის ბევრ უცნობ ამბავს მოგიყვებათ. აქ ნახავთ, როგორ იწყებოდა თბილისის „დინამო“, როგორ გადაეჯაჭვა ერთმანეთს ბევრი ფეხბურთელის სპორტული და ჩეკისტური კარიერა - ზოგი ფეხბურთელი იმავდროულად შინსახკომის გამომძიებელიც იყო, ზოგი კი მასობრივ რეპრესიებს შეეწირა. იმასაც გაიგებთ, რატომ ჩამოვიდნენ საქართველოში ფრანკოს წინააღმდეგ მებრძოლი ბასკი ფეხბურთელები და რა გადახდა თავს მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ ცნობილ ვეტერან ფეხბურთელს.  

დავით ჯიშკარიანი ამ და სხვა ამბებს ჰყვება მრავალწლიანი საარქივო კვლევებისა და თავისი აღებული პირადი ინტერვიუების საფუძველზე. ის ბევრ ოჯახს ესაუბრა საქართველოში, რუსეთში, ესპანეთსა და შორეულ მექსიკაშიც კი. იგი ახერხებს, ისე მოჰყვეს ერთი საფეხბურთო გუნდის ამბავს, რომ ნათელი გახდეს  მთელი ქვეყნის ისტორია.

გაზიარება: