bookspace

შვიდეული დანაშაულის კვალდაკვალ / საიდუმლო შვიდეული (მე-4 წიგნი)

GEL 7.9
აღწერა
2020 / მთარგმნ. მაია წითაძე / ყდა: რბილი / 11 გვ. / 14 X 21
ფასი
GEL 7.9
ISBN
9789941306037
ნანახია
1165

დეტალური აღწერა:

სულაკაურის გამომცემლობა

ენიდ ბლაიტონი


ენიდ ბლაიტონი და საიდუმლო შვიდეული მკითხველს მორიგ თავგადასავალს უმზადებენ! 

„საიდუმლო შვიდეულის” მკითხველებს კარგად გემახსოვრებათ, თუ როგორ ართმევდა თავს ათასგვარ.ხიფათს პიტერის, ჯანეტის, ჯეკის, ბარბარას, პამის, კოლინისა და ჯორჯისაგან შემდგარი საიდუმლო ჯგუფი. ეჭვი არც იმაში გვეპარება, რომ საყვარელი პერსონაჟების ახალ თავგადასავალსაც.მოუთმენლად ელით. 

საიდუმლო შვიდეულის წევრები ისევ იკრიბებიან. საგამოძიებო საქმე თითქოს შემოელიათ.და ფიქრობენ, შობამდე.დასვენება გამოაცხადონ. ამჯერად ვეფხვის ბუნაგში რაღაც.ძალიან უცნაური ამბები ტრიალებს, საიდუმლო შვიდეული კი ვერაფრით ახერხებს ამ იდუმალი.მოვლენების ამოხსნას. პიტერის აზრით, ყველაფერი უბრალო ხუმრობაა, თუმცა ჯეკი ფიქრობს, რომ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ აქვთ, რადგან რაღაც უცნაურ საუბარს მოჰკრა ყური. 

როგორც ჩანს, შვიდეული მორიგი იდუმალებისა და ხიფათის წინაშეა, რასაც ვინ იცის, როგორ გაუმკლავდებიან. 

ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. „საიდუმლო შვიდეული” „ცნობილ ხუთეულთან” ერთად ავტორის ყველაზე ცნობილი და ყველა ბავშვის საყვარელი სერიაა. სერიის პირველი წიგნი თავდაპირველად დიდ ბრიტანეთში 1949 წელს გამოიცა, ხოლო ქართული თარგმანი ახლახანს გამოჩნდა წიგნის მაღაზიებში. 

მიჰყევი შვიდეულს კვლადაკვალ და.მათთან ერთად ამოხსენი კიდევ ერთი დანაშაული. 

იცით, რას ნიშნავს აბრევიატურა „ს. შ.“? – ეს მსოფლიოში საუკეთესო საგამოძიებო ორგანიზაციის, „საიდუმლო შვიდეულის“ ინიციალებია. ბიჭებისა და გოგონების ამ გაერთიანებას საკუთარი პაროლი და ემბლემაც აქვს და მეთაურიც ჰყავს – ძალიან მამაცი და გონიერი ბიჭი პიტერი; მისი თაოსნობით ორგანიზაციის წევრებს ბევრი მძიმე დანაშაული გაუხსნიათ და უამრავი საქველმოქმედო საქმეც გაუკეთებიათ.

გაზიარება: