დეტალური აღწერა:
ყველაფერი იმით იწყება, რომ ჯორჯი წერილს იღებს – დედა ამცნობს, მამას სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის კირინის კუნძულისნაირი ადგილი სჭირდება და ცოტა ხნით იქ დასახლებას აპირებსო. ჯორჯი აღშფოთებულია: რა დროს ესაა, როცა არდადეგები იწყება და ჯულიენთან, დიკთან, ენისთან და ტიმთან ერთად კუნძულზე დასვენებას გეგმავს?! თუმცა ტყუილად ღელავს ჯორჯი, რადგან ხუთეულს კირინის კუნძულზე საოცარი ამბები ელის...