bookspace

მორელის გამოგონება

GEL 14.95
აღწერა
2015 / მთარგმნ. ნინო ფიფია / ყდა: რბილი / 130 გვ. / 14 x 18.
ფასი
GEL 14.95
ISBN
9789941458538
ნანახია
1230

დეტალური აღწერა:

ინტელექტი

ადოლფო ბიო კასარესი


XX საუკუნის არგენტინულმა ლიტერატურამ მსოფლიოს სამი დიდი მწერალი შესძინა – ხორხე ლუის ბორხესი, ხულიო კორტასარი და ადოლფო ბიოი კასარესი. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ბიოი კასარესს მათგან გამორჩევს: ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ესპანურენოვან ლიტერატურაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს ამკვიდრებს. მორელის გამოგონება (1940) მოგვითხრობს ვენესუელელ მწერალზე, რომელიც მართლმსაჯულებისგან გარბის და თავს უკაცრიელ კუნძულს აფარებს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული რაღაც უცნაური, გაურკვევლი დაავადების კერაა, მწერალი მიიჩნევს, რომ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც უსაფრთხოდ იქნება. მთავარი გმირი მალე აღმოაჩენს, რომ მარტო არაა. ვინ არის ეს ხალხი? რა საიდუმლოს მალავს კუნძული? კასარესი ახერხებს, გაზვიადებისა და მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე დაინტერესოს მკითხველი მთავარი გმირის ბედით, დააფიქროს ისეთ თემებზე, როგორიცაა უკვდავება, სიცოცხლის შექმნა, ადამიანის გონების შესაძლებლობების ზღვარი...

გაზიარება: