ანტიქრისტა

GEL 9.9
აღწერა
2020; მთარგმნ. მერაბ ფიფია; ყდა: რბილი; 120გვ.; 13X19.5.
ფასი
GEL 9.9
ISBN
9789941305542
ნანახია
44

დეტალური აღწერა:

სულაკაურის გამომცემლობა

ამელი ნოტომი


„ანტიქრისტა“ თექვსმეტი წლის მოზარდების ურთიერთობის სირთულეებს ეხება. პირველივე სტრიქონიდან ვეცნობით მორცხვსა და მარტოსულ ბლანშს, რომლისთვისაც ყველაზე დიდი ბედნიერება საკუთარ ოთახში წიგნების კითხვაა – გოგონამ ეს თავშესაფარი იპოვა, მშობლებისა თუ თანატოლების შემფასებლურ მზერას რომ გაჰქცეოდა. რას მოუტანს ბლანშს კურსზე ყველაზე მომხიბლავ, ლამაზ, სიცოცხლითა და ხალისით აღსავსე ქრისტასთან დამეგობრება? მეგობრისთვის დასახმარებლად გაწვდილი ხელი ბლანშისთვის ხაფანგი აღმოჩნდება და მას არჩევანის წინაშე აყენებს: დაემორჩილოს ან თავი დაიცვას ანტიქრისტად ქცეული ქრისტასგან.