bookspace

დიპლომატიის ისტორია

GEL 12.9
აღწერა
2013 / ყდა: რბილი / 310 გვ. / 14.5 X 21.5.
ფასი
GEL 12.9
ISBN
9789941158490
ნანახია
1334

დეტალური აღწერა:

სულაკაურის გამომცემლობა

თორნიკე შარაშენიძე


თორნიკე შარაშენიძე ამჟამად GIPA-ს (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი) პროფესორი და საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრატურის ხელმძღვანელია. მუშაობდა გაზეთ „რეზონანსისა“ და „24 საათის“ საერთაშორისო ეკონომიკისა და პოლიტიკის მიმომხილველად (1996-2002), ეროვნული უშიშროების საბჭოს ანალიტიკოსად (2003- 2004), პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ საგარეო პოლიტიკის საკითხებში (2005), საქართველოში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორად (2006), საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის მკვლევრად (2007). მე-19 საუკუნის ისტორიამ თავი მოუყარა ყველა დროის უდიდეს დიპლომატებს, მხედართმთავრებსა და მონარქებს, რომელთაც შეცვალეს მსოფლიოს რუკა, შემოიღეს დიპლომატიური ხელოვნების სტანდარტები და საერთაშორისო ურთიერთობათა წესები. “დიპლომატიის ისტორია” ცოცხალი და საინტერესო ენით გვიამბობს ამ მნიშვნელოვანი პერიოდის შესახებ, რომელიც იწყება ნაპოლეონის ომებით და სრულდება გერმანიის გაერთიანებით, რუსულ-თურქული ომითა და ბალკანური კონფლიქტებით. წიგნს შევყავართ გასაოცარი ინტრიგებისა და დიპლომატიური ტრიუკების დაუნდობელ სამყაროში, რომელშიც არ არის ემოციების, პირადი გრძნობების ადგილი და სადაც ყველაფერს სახელმწიფოებრივი ინტერესი განსაზღვრავს. ავტორი უკვე მუშაობს წიგნის გაგრძელებაზე, რომელიც მოიცავს დიპლომატიის ისტორიას პირველი მსოფლიო ომის ეპოქაში.

გაზიარება: