bookspace

ჩემი საბჭოთა წარსული

GEL 14.95
აღწერა
2019 / ყდა: რბილი / 320 გვ. / 20X14.
ფასი
GEL 14.95
ISBN
9789941310270
ნანახია
1287

დეტალური აღწერა:

ინტელექტი

ირაკლი ბოკუჩავა


„აწ გარდასულ მოვლენათა აღქმა მეც იგივე მაქვს, როგორიც ირაკლის – ბოლოს და ბოლოს, ეს ყველაფერი ერთად გვაქვს განცდილი; მოვლენათა შეფასების სულისკვეთებაც ანალოგიურია – ერთ ბანალურ სოციუმში ვჩხირკედელაობდით და იმიტომ. წარსულ დღეთა ხედვაც ერთნაირი გვაქვს, რადგან ერთ დიდ პოლიტეკონომიკურ ქვაბში ვიხარშებოდით მშობლებიან-შვილებიან-მეზობლებიან- ნათესავებიანად. მე, უბრალოდ, ნაკლებად კრიტიკული ვარ წიგნში ნახსენებ პიროვნებათა მიმართ. არავის გამართლების სურვილი არ მაქვს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ჩვენ ყველას ერთი გამაერთიანებელი კომუნისტურ-სადისტური ჰიპნოზი გვქონდა გაკეთებული და ყველანი ერთად – ზოგი მეტად და ზოგი ნაკლებად – უნებლიე, მაგრამ თვითშთაგონებული ნებაყოფლობითა და ერთობლივი ძალისხმევით ვქსოვდით იმ ფართომასშტაბიანი და ყოვლისმომცველი ტყუილის ქსოვილს, რომლის გადაფარება მთელ მსოფლიოზე გვეწადა. თითო-ოროლა დისიდენტის გარდა, საბჭოთა ადამიანს საჯაროდ ცუდს ვერ ათქმევინებდი კომუნიზმზე და საბჭოთა რეჟიმზე. რაღაც მაგიური საყოველთაო კონსპირაცია იყო მთელი საბჭოთა კავშირი, რომლის შიგნით ფიზიკურად გადარჩენა შეიძლებოდა, მაგრამ სუნთქვა ნამდვილად ჭირდა, თუ დაფიქრდებოდი. თუ არ დაფიქრდებოდი, შეიძლება, გეცხოვრა კიდეც არხეინობის საკმაოდ მკაფიო ნიშნით. ჩემმა ფრიადოსანმა კლასელმა და ბავშვობის განუყრელმა მეგობარმა ირაკლი ბოკუჩავამ მოახერხა, რომ გაეხსენებინა ყველაფერი, რაზეც ჩვენი თაობის შვილთა პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი აიგო. მას, თურმე, გულსა და თავში უტარებია ეს ყველაფერი ისე, რომ მაინცდამაინც ბევრი ამაზე არასოდეს ულაპარაკია. მართალია, მისი მოკრძალება წიგნს წითელ ზოლად გასდევს თავიდან ბოლომდე, მაგრამ ის მაინც უახლოვდება ისტორიულ მოვლენათა ჭეშმარიტ აღწერას შეუბღალავი გულწრფელობით. თხრობაა, უბრალო, გულღია და ტკივილით სავსე თხრობა, იმ მოვლენათა გახსენებისა და დროში გაყინვის მიზნით, რომლებმაც ადამიანთა რამდენიმე თაობა მოიცვა და მათ სვე-ბედსა და აღზრდაში ჩაერია უცერემონიოდ. ვფიქრობ, ძალიან გაბედული მოქალაქეობრივი და შემოქმედებითი საქციელია, რომელმაც საინტერესო ნაწარმოები წარმოშვა ჩვენი და მომავალი თაობების დასაფიქრებლად, იმაზე თუ რა მოხდა ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. სწორედ მომავალ თაობებს უნდა აინტერესებდეთ ჩვენნაირი უბრალო ადამიანების აზრი ისტორიის ობიექტურად და სამართლიანად შესაფასებლად ისევე, როგორც პროფესიონალი ისტორიკოსების ხედვა. ირაკლის ლიტერატურულ-ისტორიული მცდელობა სტიმულია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ წარსულის მარწუხებს თავს ვერ აღწევს – და ასეთები ჯერ კიდევ ბლომად არიან.“ – ნუგზარ ბ. რუხაძის წინასიტყვაობიდან

გაზიარება: