დეტალური აღწერა:
„ამ დღიურში საშინელი მოგონებები ინახება. ეს ამბები მიჩქმალეს. ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში მომხდარ ამბებს ვგულისხმობ.“ ტომ მერვოლო რიდლი. ჰარი პოტერის მეორე სასწავლო წელს ჰოგვორტსში შემაძრწუნებელი ამბები ხდება: ორმოცდაათი წლის წინ მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში მომხდარი ისტორია მეორდება – სტუდენტებს საშინელი, იდუმალი მონსტრი ესხმის თავს. საიდუმლო ოთახის ბინადარი მონსტრის მოძებნას ჰარი პოტერი მეგობრების დახმარებით ცდილობს.