bookspace

წითელი ოთახი

GEL 24.9
აღწერა
2020 / მთარგმნ: ლიკა ჩაფიძე / ყდა: მაგარი / 430 გვ. / 14 X 21
ფასი
GEL 24.9
ISBN
9789941306761
ნანახია
1474

დეტალური აღწერა:

სულაკაურის გამომცემლობა

ვგუსტ სტრინდბერგი


იუჰან ავგუსტ სტრინდბერგს (1849-1912), შვედური ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან წარმომადგენელს, საერთაშორისო აღიარება მოუტანა პირველმა რომანმა სახელწოდებით „წითელი ოთახი“. „წითელი ოთახი“, როგორც სტრინდბერგის მთელი ლიტერატურული მემკვიდრეობა, მნიშვნელოვნად ეყრდნობა ავტორის პირად გამოცდილებას. სტოკჰოლმში დღესაც არსებობს ის რესტორანი და წითლად შეფერილი ოთახიც, რომელშიც რომანის პერსონაჟები.სასაუბროდ იკრიბებოდნენ. 

ნაწარმოების მთავარი გმირი, მწერლობასა და ჟურნალისტობაზე მეოცნებე ახალგაზრდა იდეალისტი არვიდ ფალკია, მას მუდმივად ტანჯავს შვედურ საზოგადოებაში ფესვგადგმული პირფერობა, ფარისევლობა და კორუფცია, რომელიც გამეფებულია ყველგან – პოლიტიკაში, ბიზნესში, თეატრსა თუ გამომცემლობაში. არვიდ ფალკის ერთადერთი თავშესაფარი სტოკჰოლმის.ცენტრში მდებარე რესტორნის წითლად შეფერილი ოთახია, სადაც თანამოაზრეებთან, შვედეთის ბოჰემური წრის წარმომადგენლებთან საუბრობს გაუსაძლის გარემოზე.

გაზიარება: