დეტალური აღწერა:
ეს „ძალიან მოკლე შესავალი“ ქრისტიანობის კულტურულ და ინსტიტუციონალურ განზომილებებს იკვლევს და ბოლო ორი ათასი წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე დიდი რელიგიის ახლებურ, ცოცხალ, ნათელ სურათს გვიხატავს. ის ქრისტიანობის სამ მთავარ სახეობას – საეკლესიოს, ბიბლიურსა და მისტიკურს – გამოყოფს და ერთმანეთთან და ფართო საზოგადოებასთან მათ დაპირისპირებებს აანალიზებს. ამ ახალ გამოცემაში ლინდა ვუდჰედი გვიჩვენებს, რომ დასავლურ სამყაროში , მისი დასუსტების მიუხედავად, ქრისტიანობა მთელ მსოფლიოში გავრცელებას აგრძელებს. მზარდი გლობალიზაციის პირობებში ქრისტიანობაზე დაკვირვებით, ის არკვევს, როგორ იცვლება ამ რელიგიის როლი 21-ე საუკუნეში.