bookspace

ტომ ჯონსის, ნაპოვარას ამბავი

GEL 44.95
აღწერა
2022 / ყდა: მაგარი / მთარგმნ. თაკო ჭილაძე / 1012 გვ. / 15.00 X 22.00
ფასი
GEL 44.95
ნანახია
208

დეტალური აღწერა:

რტანუჯი


მე-18 საუკუნის ინგლისელი დრამატურგისა და მწერლის, ჰენრი ფილდინგის რომანი „ტომ ჯონსის, ნაპოვარას ამბავი“ 1749 წელს, ლონდონში დაიბეჭდა და გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. ის მოგვიანებით სომერსეტ მოემმა მსოფლიოს ათ საუკეთესო წიგნს შორის მოიხსენია. 

პოლიტიკური სატირით განთქმული ფილდინგი ხშირად დარჩენილა შემოსავლის გარეშე, თუმცა მეცენატ რალფ ალენს ის არასდროს მიუტოვებია (მწერლის გარდაცვალების შემდეგ მისი შვილების სწავლის საფასურსაც კი იხდიდა). სწორედ რალფ ალენია „ტომ ჯონსის“ მთავარი პროტაგონისტის – ოლვორთის პროტოტიპი.

სკვაირ ოლვორთის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც საკუთარ სახლში უცხო ჩვილს აღმოაჩენს. მშობლებისგან მიტოვებულ ჩვილს ოლვორთი ტომ ჯონსს დაარქმევს და მის აღზრდას იკისრებს. ეს კომედიური რომანი აღმზრდელობით და პიკარესკულ ხასიათსაც იტევს. ის 18 თავისგან შედგება, თუმცა სიცოცხლით, სიცილით და ბასრი ირონიით სავსე თავს მოუბეზრებლად წაგაკითხებთ და სამუდამოდაც დაგამახსოვრებთ.

გაზიარება: