bookspace

საღეჭი განთიადები. უშაქროდ

GEL 12.9
აღწერა
2017 / ყდა: რბილი / 192 გვ. / 13x19.5.
ფასი
GEL 12.9
ISBN
9789941239328
ნანახია
1180

დეტალური აღწერა:

სულაკაურის გამომცემლობა

ზურა ჯიშკარიანი


„რეალობა უკვე კარგა ხანია დაინგრა, მისი ხვრელებიდან ყოველდღიურად ჟონავს ქაოსი… მეშიახი კი აუცილებლად უნდა მოკვდეს. ეს ჩემი სტილია. მხოლოდ ასეთ სიკვდილს აქვს ძალა – შვას რევოლუციები. თან, ავატარები შეიძლება მოკვდნენ, მაგრამ გეიმერები არ კვდებიან.“

„თუ ცეკვა ჭეშმარიტია, ის აუცილებლად რევოლუციით მთავრდება, თუ არა და დილისკენ ადამიანები ტოვებენ კლუბებს მწარე ატხადნიაკით და მელანქოლიით იმის გამო, რომ რევოლუცია ისევ არ შედგა.“

„საღეჭი განთიადები უშაქროდ“ ზურა ჯიშკარიანის სადებიუტო რომანია, რომელიც კიბერპანკის ჟანრს განეკუთვნება და არეული ალგორითმების გამო, ციფრულ სამყაროში შემდგარი მეორედ მოსვლის შესახებ მოგვითხრობს. სანამ სასულიერო პირები რეალობას ჰაკავენ, რომ იქნებ რამენაირად შეაჩერონ პროცესი, „მოგზაურთა“ ჯგუფი მობილიზებას იწყებს, რათა სიმულაციაში გამომწყვდეული მესია დაიხსნას.

ზურა ჯიშკაიანი პირველად მუსიკალური პროექტში “Kung Fu Junkie“ გამოჩნდა. წარმატებული აღმოჩნდა მისივე შექმნილი პირველი ქართულენოვანი ჩეთბოტი „კიბერ გალაკტიონი“. დღეს ზურა რამდენიმე გამოცემისთვის წერს, არის ჩეთბოტების დიზაინერი და ჰიპ-ჰოპ დუეტ kayakata-ს ერთ-ერთი წევრი.

„ეს ის განთიადია, რომელშიც აპოკალიფსის სიმულაციაა დაწყებული.“

დათო სამნიაშვილი

გაზიარება:

ხელმისაწვდომია ფილიალებში: