bookspace

რძის ფოსტა

GEL 13
აღწერა
2016 / ყდა: რბილი / 80 გვ. / 16x22.
ფასი
GEL 13
ISBN
9789941466137
ნანახია
1316

დეტალური აღწერა:

ინტელექტი

ბესიკ ხარანაული


გამოქვეყნებული ტექსტი, კაცმა რომ თქვას, ავტორს აღარ ეკუთვნის. ის მკითხველისაა და მას შეუძლია (თუ მართლა შეუძლია), მწერლის ტექსტებისგან ახალი ნაწარმოები შეადგინოს _ „უავტორო“ ნაწარმოები. ბესიკ ხარანაული ერთგან წერს: „ყველა წიგნისაგან უკეთესი ის არის, რომელსაც არ სჭირდება ავტორი“. მის ადრინდელ ნაწარმოებებში მოიძებნება ოთხი ტექსტი, რომელთა შეერთებით შეგვიძლია მივიღოთ ახალი, „უავტორო“ ნაწარმოები. ესენია: 1. ფრაგმენტი პოემისა წიგნი ამბა ბესარიონისა, რომელსაც სათაურად რძის ფოსტა ჰქვია; 2. კარტოფილის ამოღება; 3. კნუტები; 4. სიტყვების უქონლობის გამო. ამას მეცნიერები რეტროსპექტულ დისკურსს ან ყოფით ნარატივს უწოდებენ. ჩვენ უავტორო ნაწარმოები ვუწოდოთ. ან რა მნიშვნელობა აქვს, რას დავარქმევთ. მთავარია, რომ ჩვენ წინაშეა მოულოდნელი ბესიკ ხარანაული – ოთხნაწილიანი მთელი, განახლებადი მუდმივი“ (იდეის ავტორისა და შემდგენლის – ივანე ამირხანაშვილის წინასიტყვაობიდა„ნ).

გაზიარება:

ხელმისაწვდომია ფილიალებში:
Main branch