დეტალური აღწერა:
პატარა ლოტა თავის და-ძმასთან და მშობლებთან ერთად სინამდვილეში აურზაურის კი არა, მექოთნეების ქუჩაზე ცხოვრობს. ამ ქუჩას ასე ლოტას მამა ეძახის, რადგან მიაჩნია, რომ თავისი შვილების გამო აქ სულ აურზაურია. ლოტა მართლაც რომ ერთი `აურზაურა' გოგოა – ჯერ სკოლაშიც არ დადის, მაგრამ უკვე მარტო ცხოვრებაზე ფიქრობს და ბინასაც კი პოულობს.
გაიცანით ჯიუტი და ონავარი ლოტა, რომელიც ხშირად და-ძმასაც და დედიკოსაც აბრაზებს, მაგრამ მაინც ძალიან გულკეთილი და საყვარელი გოგოა.