bookspace

გრძელფეხება მამილო

GEL 10.9
აღწერა
2022 / მთარგმნ. ციცო ხოცუაშვილი / 219 გვ. / 14.50 X 21.50
ფასი
GEL 10.9
ნანახია
407

დეტალური აღწერა:

სულაკაურის გამომცემლობა

ჯონ უებსტერი


ჯუდი აბეტი ობოლთა თავშესაფრის მკვიდრი გოგონაა, რომლის ერთფეროვანი, მოსაწყენი ცხოვრება ერთ მშვენიერ დღეს სრულიად იცვლება – საიდუმლო მეურვე საუკეთესო კოლეჯში სწავლას უფინანსებს და სანაცვლოდ ერთადერთ რამეს ითხოვს: გოგონამ ახალი ცხოვრების ამბები წერილებით უნდა შეატყობინოს. ამ პირობას ჯუდი ბეჯითად ასრულებს და ყოველ ახალ ამბავს, განცდასა და ფიქრს იმ ადამიანს უზიარებს, ვისი სახეც არასდროს უნახავს; არც გვარი და სახელი იცის და, ხუმრობით თუ ცოტა ირონიითაც, „გრძელფეხება მამილოს” დაარქვა… მაინც ვინაა სინამდვილეში გრძელფეხება მამილო? ნუთუ ჯუდი ვერასდროს გაიგებს, რა ჰქვია კაცს, რომელმაც მისი გული და გონება ახალი ფიქრებით ააფორიაქა და ის სამყარო აჩუქა, რომელზე ოცნებასაც ვერ ბედავდა?

გაზიარება: