bookspace

ბიჭი და ძაღლი და სხვა მოთხრობები

GEL 11.9
აღწერა
2017 / ყდა: რბილი / 280 გვ. / 14.50 X 21.50.
ფასი
GEL 11.9
ISBN
9789941237201
ნანახია
1489

დეტალური აღწერა:

სულაკაურის გამომცემლობა

არჩილ სულაკაური


ამ კრებულში თავმოყრილია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწერლის, არჩილ სულაკაურის მოთხრობები: „ბიჭი და ძაღლი“, „გაბო“, „მტრედები“, „ძველი ამბავი“ და სხვები. მწერლის განსაკუთრებული თხრობის მანერა, უმცირესი წვრილმანების დანახვის უნარი, ანალიტიკური თვალთახედვა, ადამიანის ფსიქიკის სიღრმეთა წვდომა გამორჩეულს ხდის ამ მოთხრობებს. აქ გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად შეხვდებით რეალურ გმირებსაც, მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილს („ღამე ყაბახზე“), პირველ ქართველ ფიზიოლოგ ივანე ბერიტაშვილს („ბრმა ლეკვები ივანე ბერიტაშვილისთვის“)… ჰუმანიზმით სავსე, გულის ამაჩუყებელი ამბავია გადმოცემული მოთხრობაში „ბიჭი და ძაღლი“. ეს არის ამბავი უანგარო სიყვარულზე, ბიჭისა და ძაღლის თავდადებულ მეგობრობაზე. არჩილ სულაკაურის მოთხრობები დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის თანამედროვეთა შორის და შემდგომ თაობებშიც. ისინი მრავალ ენაზეა ნათარგმნი.

გაზიარება:

ხელმისაწვდომია ფილიალებში:
Main branch