bookspace

ვაცის ნადიმი

GEL 26
აღწერა
2019 / მთარგმნ. ლანა კალანდია / ყდა: რბილი / 604 გვ. / A5.
ფასი
GEL 26
ISBN
9789941310201
ნანახია
1131

დეტალური აღწერა:

ინტელექტი

მარიო ვარგას ლიოსა


ვაცის ნადიმი დიდი პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის – მარიო ვარგას ლიოსას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. რომანის მთავარი პერსონაჟი, ურანია კაბრალი, ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ პირველად ბრუნდება სამშობლოში მამასთან შესახვედრად. დომინიკის რესპუბლიკაში იწყებს იგი იმ ამბების გახსენებას, რომელთა გამოც მიატოვა თავისი ქვეყანა და დაიფიცა, რომ აღარასოდეს დაბრუნდებოდა. ამის პარალელურად, მწერალი ოცდათხუთმეტი წლის წინანდელ დომინიკის რესპუბლიკაში – ტრუხილიოს ეპოქაში – აბრუნებს მკითხველს და ქრონოლოგიური სიზუტით აღადგენს დიდი პოლიტიკური მკვლელობის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს. ამ წიგნში მარიო ვარგას ლიოსა შეუდარებლად აღწერს დიქტატორული რეჟიმის არსს, თავისუფლებადაკარგული საზოგადოების დრამას და, რაც მთავარია, ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობას. მარიო ვარგას ლიოსას ვაცის ნადიმი თანამედროვე კლასიკის ის შენაძენია, რომელმაც უკვე დაიმკვიდრა თავისი ადგილი მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს შორის.

გაზიარება:

ხელმისაწვდომია ფილიალებში:
Main branch