დეტალური აღწერა:
„ჯადოსნური ფიქრის წელიწადს“ ჯოან დიდიონის მრავალფეროვან ლიტერატურულ მემკვიდრეობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. წიგნში ავტორი აღწერს, თუ რას გრძნობდა ქმრის მოულოდნელი გარდაცვალების შემდგომ წამებში, დღეებსა თუ თვეებში.
ეს არ არის უბრალოდ ბიოგრაფიული წიგნი მწერლის პირად ტრაგედიაზე, ეს გულისგამხეთქავად ნატიფი ტექსტი იმ უსაზღვრო ტკივილის გააზრებისა და გაგების მცდელობაა, რომელიც საყვარელი ადამიანის დაკარგვისას უეცრად გვატყდება თავს და მასთან გამკლავება ხშირად შეუძლებელიც კი გვგონია.