დეტალური აღწერა:
ეს წიგნი ფორმატითაც და შინაარსითაც განსხვავდება სნაიდერის სხვა ნაშრომებისაგან. ის 2016 წლის დეკემბერში დაიწერა, აშშ-ში პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ, როდესაც ავტორმა ჩათვალა, რომ დემოკრატიას საფრთხე ემუქრებოდა. „ტირანია - XX ს-ის 20 გაკვეთილი" ამერიკელებისთვისაა დაწერილი. მასში სანიდერმა გააანალიზა წლების განმვალობაში დაგროვილი ცოდნა XX ს-ის ისტორიის შესახებ და თანამემამულეები გააფრთხილა, არ დაევიწყათ ისტორიის გაკვეთილები და მოფრთხილებოდნენ თავიანთ რესპუბლიკას.