დეტალური აღწერა:
ჰარვარდ ბიზნეს რევიუ საქართველო
მსგავსი შემთხვევა, ალბათ, თქვენც გქონიათ - შეხვედრას ესწრებით და საკუთარ თავს ეწუწუნებით: "ამ გუნდს გადაწყვეტილების მისაღებად მთელი საუკუნე რატომ სჭირდება?" თუმცა, როგორც ლიდერს, არსებული ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა შეგიძლიათ. თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად ნაყოფიერად იმუშავებენ გუნდის წევრები და როგორ შედეგს მიაღწევენ.
გუნდურობის ექსპერტ მერი შაპიროს "HBR-ის გზამკვლევი გუნდის მართვაში" დაგეხმარებათ კონცეტრირდეთ, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველ დეტალებსა და ადამიანებზე და აირიდოთ ის საფრთხეები, რომლებიც წარსულში გამოგიცდიათ. პრაქტიკული სავარჯიშოებით, გუნდური დისკუსიის კონკრეტული სტრუქტურითა და თანმიმდევრული რჩევებით, სახელმძღვანელო დაგეხმარებათ:
მერი შაპირო 20 წელზე მეტია, კონსულტანტად და პრაქტიკოს ტრენერად მუშაობს. იგი სიმონსის კოლეჯის კეიგენ თრასთის სახელობის პროფესორი ლიდერობის განვითარებაში და სიმონსის მენეჯმენტის სკოლის პრაქტიკის პროფესორია.