bookspace

ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი

GEL 15.9
აღწერა
2015 / მთარგმნ. ქეთევან ყანჩაშვილი / ყდა: რბილი / 286 გვ. / 14.5 X 21.5.
ფასი
GEL 15.9
ISBN
9789941239526
ნანახია
1298

დეტალური აღწერა:

სულაკაურის გამომცემლობა

ჯოან როულინგი


ჰარი პოტერობა ყოველთვის რთული იყო და იოლი არც ახლაა – როცა მაგიის სამინისტროს საქმიანი მაღალჩინოსანი, ერთგული მეუღლე და სამი სასკოლო ასაკის შვილის მამა ხარ. სანამ ჰარი ყველანაირად ცდილობს, გაექცეს წარსულს, რომელსაც თავის ადგილზე დარჩენა არ სურს, მის უმცროს ვაჟს ალბუს სევერუსს იმ მძიმე ტვირთის მარტო ზიდვა უწევს, რასაც სახელგანთქმული ჰარი პოტერის შვილობა ჰქვია. წარსულში მომხდარი საშინელი უსამართლობის გამოსწორების სურვილი ყველაფერს თავდაყირა აყენებს და უფროს და უმცროს პოტერებს მიახვედრებს, რომ ბნელი ძალა შეიძლება ყველაზე მოულოდნელ კუთხეში ჩასაფრებული გველოდეს. ჯოან როულინგის, ჯონ ტიფანისა და ჯეკ თორნის ორიგინალურ ახალ ისტორიაზე დაფუძნებული „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ ორნაწილიან პიესად ჯეკ თორნმა გადაამუშავა. ჰარი პოტერის მერვე ისტორია პირველია, რომელიც ოფიციალურად დაიდგა თეატრის სცენაზე. ეს სპეციალური გამოცემა სასცენარო ტექსტის ნაბეჭდ ვერსიას წარმოადგენს და კვლავ ჰარი პოტერის, მისი მეგობრებისა და ოჯახის კვალდაკვალ გვამოგზაურებს.სპექტაკლის მსოფლიო პრემიერა ლონდონის „უესტ ენდის“ თეატრში 2016 წლის 30 ივლისს შედგა.

გაზიარება:

ხელმისაწვდომია ფილიალებში: