bookspace

ხმის მატარებელი

GEL 8.95
აღწერა
2020 / ყდა: რბილი / 164 გვ. / 14.5 X 18
ფასი
GEL 8.95
ISBN
9789941312960
ნანახია
1265

დეტალური აღწერა:

ინტელექტი

ნათია გიორგაძე


„ნათია გიორგაძის პოეზია სამყაროში მოხეტიალე სულის თავგადასავალია. ამ უცნაურ, „მოზაიკურ ეპოსში“ იცვლება დინამიკა, ტემპორიტმი, ატმოსფერო, მაგრამ არ იცვლება ვნება – ხეტიალის, მოგზაურობის და მოძრაობის. ყოველი ბგერა, ყველა სიტყვა დამუხტულია მაშინაც კი, როცა ის გარინდების ილუზიას ქმნის.

 შესაბამისად, კრებულს ზუსტი სათაური აქვს – „ხმის მატარებელი“. მასში სამყაროს ყველა ჩქამია მოგროვილი, რაც პოეტის გულისყურს სწვდება. მოძრაობის ესთეტიკა კი მათ შეშლილობის იერს უმძაფრებს, დროდადრო ისინი შელოცვის ტექსტებადაც აღიქმება, ცნობიერების კიდეში მიმწყვდეული სულის ხელნაწერებად, რომლებიც, მიუხედავად მშფოთვარე შინაარსისა, მაინც მსუბუქი გვრინით იკითხება.

გაზიარება: