bookspace

ქუჩის ხელოვნება

GEL 79.9
აღწერა
2021 / ყდა: მაგარი / 256 გვ. / 24 X 29.5
ფასი
GEL 79.9
ISBN
9789941494086
ნანახია
1478

დეტალური აღწერა:

არტანუჯი


ამ ალბომში თავი მოვუყარეთ უკანასკნელ წლებში თბილისის ქუჩებში შესრულებულ გარკვეული რაოდენობის ნამუშევრებს. ზოგი მათგანი ჯერაც არსებობს, ზოგი დაზიანებულია, ნაწილი კი უკვე გამქრალია. მართალია, ალბომში შესულია თანამედროვე თბილისური სტრიტ არტის არაერთი გამორჩეული ნიმუში, თუმცა მაინც გაგვიჭირდება ვთქვათ, რომ გამოცემა თავს უყრის ბოლო პერიოდის თბილისის ქუჩის ხელოვნების ყველა საუკეთესო ნიმუშს. არსებული სურათის მუდმივი ცვალებადობის გამო ამგვარი მიზნის მიღწევა რთულიც იქნებოდა და შედეგი – პირობითიც. მეორე მხრივ, მთელი თბილისის მასშტაბით გაბნეული ნიმუშების მოძიება, ფიქსაცია და ერთგვარი კატალოგიზება სცდება ჩვენი პროექტის მიზნებსა და შესაძლებლობებს.

ეს ალბომი ერთგვარი ქალაქური მატიანეა, რომელიც მომავალ თაობებს დასაღუპად განწირულ კონკრეტულ ნიმუშებსაც უნახავს და ქუჩის ხელოვნების თანამედროვე ტენდენციებსაც ასახავს. სწორედ ამიტომაა, რომ წიგნში განსხვავებული ჟანრით შესრულებულ, სხვადასხვა მასშტაბისა და მხატვრული ღირებულებების ნიმუშებს შეხვდებით.

გაზიარება: