bookspace

სოციალური სიცილი / Social Smile

GEL 50.9
აღწერა
2019 / ყდა: მაგარი / 127 გვ. / 21X24.
ფასი
GEL 50.9
ISBN
9789941302480
ნანახია
1644

დეტალური აღწერა:

სულაკაურის გამომცემლობა

სალომე აფხაზიშვილი


„სოციალური სიცილი“ ერთ-ერთი პირველი მცდელობაა, საუკუნის წინანდელ ქართულ პერიოდიკაში შემორჩენილი და თაროზე შემოდებული კარიკატურები ფართო საზოგადოებამ გაიცნოს. აღნიშნული კატალოგი გასული საუკუნის პირველი ოცწლეულის ვიზუალური ისტორიაა. წარმოიდგინეთ, რომ ათვალიერებთ კომიქსს, რომელიც გიამბობთ საქართველოში პირველი პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური დებატების შესახებ, ან ყოველგვარი ისტორიული მიმოხილვის გარეშე გაცნობთ პირველი მსოფლიო ომის მონაწილეთა სტრატეგიას, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების ისტორიასა და მისი სიმყიფის მიზეზებს. თხრობა საქართველოს გასაბჭოებით სრულდება.

კატალოგი შეადგინა ჟურნალისტმა და მკვლევარმა სალომე აფხაზიშვილმა, რომელმაც პოლიტიკური კარიკატურის კვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში დაიწყო. „სოციალური სიცილი“ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი პროექტების ინიციატორი გახდეს, რაც გაზრდის პოლიტიკური კარიკატურის, როგორც ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას, ხოლო ისტორიის შესწავლას კიდევ უფრო სახალისო საქმედ აქცევს.

გაზიარება: