bookspace

სამი მედეა

GEL 17.95
აღწერა
2020 / მთარგმნ. ნინო ბურდული, სოფიო შამანიდი / ყდა: რბილი / 216 გვ. / 15x21
ფასი
GEL 17.95
ISBN
9789941487880
ნანახია
1257

დეტალური აღწერა:

არტანუჯი

აშა ბუღაძე

ნინო ხარატიშვილი

ანდრეას ფლურაკისი


მსოფლიო მხატვრულ კულტურაში მედეა ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული პერსონაჟია. მედეა სხვადასხვა ეპოქაში სულ სხვადასხვა ასპექტით ხიბლავს მსოფლიო შემოქმედთ – ზოგი მასში ეძებს მკვლელ დედას, ზოგი შურისმაძიებელ ცოლს, ზოგი სამშობლოს მოღალატეს, ზოგიც პირველ ფემინისტ ქალს.

ტექსტები, რომლებიც ამ წიგნშია თავმოყრილი, მედეას სხვა კუთხეს წარმოაჩენენ. მათთვის მედეა საინტერესოა, როგორც სხვა, როგორც უცხო, როგორც „ბარბაროსი“.

ჯერ კიდევ ევრიპიდე გამოკვეთს მედეას მძიმე მდგომარეობის ერთ-ერთ განმსაზღვრელ მიზეზს – ის არ არის ბერძენი, ის უცხო ტომისაა, უცხო კულტურის მატარებელია და შესაბამისად, მიუღებელი „დასავლური“, „ცივილიზებური“ სამყაროსთვის.

წიგნში წარმოდგენილია სამი მოტყუებული ქალი, სამი მიტოვებული ქალი, სამი შეურაცხყოფილი ქალი, სამი მედეა და სამი ავტორის ვერსია ამ ამოუცნობი ქალის შესახებ.“ 

სოფიო შამანიდი

გაზიარება: