bookspace

მცველნი გრალისა

GEL 15
აღწერა
2018 / მთარგმნ. თამარ კოტრიკაძე / ყდა: რბილი / 244 გვ. / 14.8x21.
ფასი
GEL 15
ISBN
9789941478123
ნანახია
1235

დეტალური აღწერა:

არტანუჯი

გრიგოლ რობაქიძე


გრიგოლ რობაქიძის რომანი ,,მცველნი გრაალისა" 1937 წელს გერმანულ ენაზე იენში , დიდერიხსის გამომცემლობაში დაიბეჭდა. ქართული საზოგადოება რომანს მხოლოდ ნაწილობრივ გაეცნო 1989 წელს ნაირა გელაშვილის პიესის _ ,,გრაალის მცველნი" _ სახით, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე რეჟისორმა დავით ანდღულაძემ დადგა. ,,მცველნი გრაალისა" მოდერნისტული მწერლობის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს. რომანი სავსეა მაღალესთეტიკური, უაღრესად შთამბეჭდავი სახეებით. მოქმედება ვითარდება საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, თუმცა სამშობლოს ბედის უღრმესი განცდითა და შთაგონებით განმსჭვალული პერსონაჟის, ლევან ორბელის ხილვებში წარმოგვიდგება საქართველოს ისტორიის ოქროს ხანა, ცოცხლდება ქვეყნისა და ხალხისთვის სანუკვარი თქმულებები და მისტერიები. შენარჩუნებულია ნაწარმოების ავტორისეული დასათაურება, რომელიც დასტურდება გრიგოლ რობაქიძის არაერთი პირადი წერილითა და თანამედროვეთა მოგონებებით.

გაზიარება:

ხელმისაწვდომია ფილიალებში:
Main branch