bookspace

მზიანი მხარე

GEL 17
აღწერა
2021 / ყდა: რბილი / 224 გვ. / 130 X 210 მმ
ფასი
GEL 17
ნანახია
878

დეტალური აღწერა:

მელანი

ავტორი: ქეთი ნიჟარაძე


გამომცემლობა მკითხველს წარუდგენს ქეთი ნიჟარაძის (1955-2000) ტექსტების პირველ კრებულს - მწერლის, რომლის 1987 წელს გამოცემული სადებიუტო რომანი, „ავტოპორტრეტი“, ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში ქალის უნიკალურ ხმად, პერსპექტივად თუ მგრძნობელობად რჩება. „ავტოპორტრეტმა“ თავის დროზე მკითხველზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა ამ მწერალმა, თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში, ვერ მოასწრო დამკვიდრება ქართულ ლიტერატურულ კანონში და თითქოს თაობებს შორისაც ჩაიკარგა. 

„ავტოპორტრეტის“ გარდა, კრებული მოიცავს მის კიდევ ერთ, დაუმთავრებელ რომანს და რამდენიმე მოთხრობას - ქეთი ნიჟარაძის სიცოცხლეში გამოცემულ ყველა ტექსტს, რომელთა სახითაც ქართული ლიტერატურის დამკვიდრებულ ტრადიციაში გაიელვა ქალის პიროვნულმა განცდამ, ინდივიდუალურმა ამბოხმა პატრიარქალური წესრიგის წინააღმდეგ, ქალის სხეულმა, ეროტიკულმა სურვილმა თუ სიამოვნებამ.

გაზიარება: