bookspace

მბობა ნაამბობზე

GEL 50
აღწერა
2022 / მთარგმნ. ლელა ბერიძე / ყდა: რბილი / 580 გვ. / ზომა: A5
ფასი
GEL 50
ნანახია
876

დეტალური აღწერა:

ცელულოიდის ენები

პიერ პაოლო პაზოლინი


დიდი იტალიელი რეჟისორი პიერ პაოლო პაზოლინი წელს 100 წლის გახდა. ამ იუბილეს ეძღვნება ცელულოიდის ენების მიერ გამოცემული პაზოლინის ლიტერატურულ-კრიტიკული ესსეების კრებული „მბობა ნაამბობზე“. ამ წიგნში გაერთიანებულია წერილები, რომელთაც პაზოლინი 26.02.1972-24.01.1975 აქვეყნებდა თავის ლიტერატურულ რუბრიკაში (ჟურნალ „ტემპოში“). მათში პაზოლინი ასზე მეტი იტალიელი და უცხოელი კლასიკოსის თუ თანამედროვე მწერლის ას ორმოცდაათამდე ნაწარმოებს განიხილავს, თავისუფლად მოძრაობს საუკუნეებსა და ჟანრებში, რადიკალური და მიუკერძოებელია შეფასებებში, არ ცნობს ავტორიტეტებს... პაზოლინის ეს კრებული სრულფასოვანი ნაწილია მისი შემოქმედებისა, ანუ „ირიბი ავტობიოგრაფიისა“ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ამ წერილებში ბევრ ბიოგრაფიულ ელემენტს გააბნევს.

ეს წიგნი არის ახალი ცოდნა პაზოლინისგან და პაზოლინის შესახებ და მისი კინოშედევრების უკეთ გაგებასა და გადააზრებაშიც დაგეხმარებათ.


თარგმანი ეძღვნება პაზოლინის დაბადების 100 წლისთავს.

გარეკანზე: პაზოლინი, ავტოპორტრეტი ძველი კაშნეთი

წიგნს ერთვის პაზოლინის დეტალური ბიოგრაფია „პაზოლინი - წლები და ფაქტები“.

 

გაზიარება: