bookspace

ლეას საათი

GEL 24.95
აღწერა
2019 / ყდა: რბილი / 622 გვ. / 14.5X20.
ფასი
GEL 24.95
ISBN
9789941310348
ნანახია
1264

დეტალური აღწერა:

ინტელექტი

ირაკლი სამსონაძე


ირაკლი სამსონაძის ტრილოგია სამ დამოუკიდებელ, მაგრამ პერსონაჟებითა და სიუჟეტური ხაზით ერთმანეთთან დაკავშირებულ ნაწარმოებს აერთიანებს

„ყურთბალიში“ გასული საუკუნის 90-იან წლებზე მოგვითხრობს. იმ დროის ამბებზე, როცა „სიღატაკით გალახულ“ ქვეყანაში დუღს და გადმოდუღს „გაჩინოვნიკებულ-გაქორვაჭრებული“ ცხოვრება. რომანის მთავარი გმირი მწერალია, რომელიც თავს „ყოფილების საზოგადოების“ „ღირსეულ“ წევრად მიიჩნევს და ბოლომდე ვერც ერთ იდეოლოგიას ვერ ეთვისება, რადგან მისი იდეოლოგია ერთი კაცის მრწამსია, რომელსაც მხოლოდ სიყვარულმა შეიძლება უკარნახოს სხვასთან გაერთიანება.

„ლეას საათი“ ერთი გვარის – ბაგარების სამსაუკუნოვანი ისტორიაა. პირველი ბაგარი უნგრეთიდან ჩამოვიდა საქართველოში. აქედან იწყება მათი დამკვიდრების მცდელობა, უცხო ქვეყანაში დაეფუძნონ, კარ-მიდამო გაიჩინონ, წარჩინებული გვარის ქალი შეირთონ და შთამომავლობა ჰყავდეთ. მეფის რუსეთი, 1917 წლის რევოლუცია, საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი ხანა, საქართველოს ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთისგან, 1937 წლის სისხლიანი რეპრესიები და საბჭოთა საქართველოს, სსრკ-ს დაშლა და ხელახლა მოპოვებული დამოუკიდებლობა, პოსტსაბჭოური საქართველო, სამოქალაქო ომი და ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობა – ბაგარები ყველგან ჩანან, ყველა სისტემის ერთგულებად რჩებიან, მაგრამ მათ გვარს ბედისწერასავით თან სდევს განგებისგან გამოტანილი საერთო სასჯელი.

„ღრუბელი, სახელად დარინდა“ მოგვითხრობს თორმეტი ერთმანეთის მსგავსი ბიჭის განსხვავებულ ამბავს. ისინი დროის ერთ მონაკვეთში შეხვდნენ, საღებავით სავსე ქილები შეახალეს მოღალატის ძეგლს, შემდეგ კი თითოეულს თავისი ბედი ხვდა წილად. თორმეტი ბიჭის ტრაგიკული ამბავი თაობის, ზოგადად ეპოქის ტრაგიკულ პანორამას ქმნის...

ტრილოგიის მთავარი თემა სისტემის კაცებისგან გაბახებული დრო და „მონობის სახლიდან“ გამოსულთა და უდაბნოში ახეტიალებულთა ძველისძველი, ორმოცწლიანი ამბავია.

გაზიარება: