bookspace

ბოშური რომანსერო

GEL 12.95
აღწერა
2019 / მთარგმნ. დავით წერედიანი / ყდა: რბილი / 80 გვ. / 18x14.
ფასი
GEL 12.95
ISBN
9789941310553
ნანახია
1416

დეტალური აღწერა:

ინტელექტი

ფედერიკო გარსია ლორკა


რომანსი ესპანურენოვან ტრადიციაში ბალადური წყობის ხალხურ ან ხალხურთან მიახლოებულ ლექსს აღნიშნავს, ხოლო ბოშურობა არსებითად პოეტური პირობითობაა, ლექსების შემკვრელი და ერთ წიგნად გამაერთიანებელი. ამ ლექსთა ბოშები ესპანელებისგან არაფრით განირჩევიან, არც სახელებითა და გვარებით, არც ქცევებითა თუ ცხოვრების ნირით. თვითონ პოეტის სიტყვით, კრებულის მთავარი პერსონაჟი ანდალუზიური ნაღველია. რა არის ანდალუზიური ნაღვლის სპეციფიკა, ძნელი მისახვედრია, მით უფრო უცხოელისთვის, მაგრამ მთელი წიგნი უჩვეულოდ გადამდები ნაღვლით რომ არის განმსჭვალული, ეს ცხადზე უცხადესი. ლორკას, რა თქმა უნდა, აქვს არაერთი სხვა შედევრიც, მაგრამ ასეთი შთამბეჭდაობისთვის აღარასოდეს მიუღწევია, და მისი სახელი, როგორც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უპირველესი ლირიკოსისა, არსებითად ამ პატარა კრებულს ემყარება.

გაზიარება: