bookspace

ადამიანის ბუნების შეცნობისათვის

GEL 21.95
აღწერა
2021 / მთარგმნ. თამარ ბოგვერაძე / 288 გვ. / რბილი ყდა / 13.50 X 19.50
ფასი
GEL 21.95
ISBN
9789941117053
ნანახია
944

დეტალური აღწერა:

დიოგენე

ალფრედ ადლერი


ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის, ალფრედ ადლერის (1870 – 1937) იდეებმა ღრმა კვალი დაატყო XX საუკუნეს. ადლერი ფროიდის ფსიქოანალიზს მალევე ჩამოშორდა და საკუთარი თეორია შექმნა, რომელსაც „ინდივიდუალური ფსიქოლოგია“ უწოდა. ფროიდისაგან განსხვავებით, ადლერი არაცნობიერისა და სექსუალობის როლს განმსაზღვრელად არ მიიჩნევს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ ფაქტორს. ადლერმა ჩამოაყალიბა არასრულფასოვნების კომპლექსის ცნება. მისი აზრით, პიროვნების განვითარება, დიდწილად, ამ კომპლექსის კომპენსაციაზეა დამოკიდებული. „ადამიანის ბუნების შეცნობისათვის“ პირველად 1927 წელს გამოიცა. მასში ავტორი ადამიანის ქცევის კანონზომიერებებს განიხილავს და „ინდივიდუალური ფსიქოლოგიის“ საფუძვლებს აცნობს მკითხველს.

გაზიარება: