bookspace

2 რომანი

GEL 14
აღწერა
2016 / მთარგმნ. ეკატერინე ენუქიძე; დალი იაშვილი / ყდა: რბილი / 212 გვ. / 14.8x21.
ფასი
GEL 14
ISBN
9789941466649
ნანახია
1260

დეტალური აღწერა:

ინტელექტი

პატრიკ მოდიანო


უცნობი ქალი და პატარა სამკაული პატრიკ მოდიანოს გახმაურებული რომანებია. მათ ბევრი საერთოც აქვთ, უპირველესად კი – ქალის ბედისწერა, თავგადასავალი, რომელიც სამყაროს ფემინური ნაწილის უზუსტეს შრეებზე, ნაცნობ თუ უცნობ სიღრმეებზე მიგვანიშნებს. უცნობი ქალი სამი ქალის მონოლოგისგან შედგება. სამივე გმირი ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს, თხრობისას კი საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდს იხსენებს. თავად პატრიკ მოდიანო წერს: „გასაგებია, რომ სამივე მათგანი წარსულს იხსენებს. თუმცა არავინ იცის, სად იმყოფებიან ისინი ამჟამად – როცა ამ წარსულზე ყვებიან, – რა მოხ

და ამ ისტორიების შემდეგ, რისი გადალახვა მოუწიათ... გაუგებარია, საიდან ისმის ეს ხმები – ერთდროულად ასე შორეულიც და ახლობელიც... და რაც უფრო შეუძლებელია მათი დაკავშირება მათსავე აწმყოსთან, ან მომავალ ბედთან, მით უფრო ცხადი ხდება – ეს მონათხრობები ერთგვარი ყინულის ნატეხებია, რომლებიც ხან ფანტაზიის, ხან კი სიზმრების მორევში წრეზე ცურავენ...“ პატარა სამკაული – ასე შეარქვეს რომანის გმირს ბავშვობაში, ახლა კი ის 18 წლისაა და ხმაურიან მეტროში შემთხვევით გადააწყდება დედას, რომელიც ათი წლის წინ მაროკოში დაიღუპა... ეს შეხვედრა საბედისწერო მომენტია ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში, რომელიც წარსულის გახსენებით მომავლის იდეას ეხება.

გაზიარება:

ხელმისაწვდომია ფილიალებში:
Main branch