bookspace

77 ამბავი 1942 წლის შეთქმულებაზე

GEL 15.95
აღწერა
2021 / ყდა: რბილი / 216 გვ. / 12.5 X 19
ფასი
GEL 15.95
ISBN
9789941494161
ნანახია
1254

დეტალური აღწერა:

არტანუჯი

როსტომ ჩხეიძე


„ვარ უმტკიცესი რვალისა“ – ამ მოწოდებით გაერთიანდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა და სულ სხვა ბრძოლა წამოიწყო.

1942 წლის შეთქმულება – ერთ-ერთი დრამატული და მნიშვნელოვანი ეპიზოდი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მომავლის პერსპექტივა სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩინა და რაც მთავარია, ამ პერსპექტივას, როგორც იდეას, სამშობლოს სიყვარულით ანთებული, ინტელექტუალი და კეთილშობილი ახალგაზრდები შეეწირნენ.

ამ შეთქმულების ისტორიას, ისევე, როგორც მის მონაწილეთა ბიოგრაფიებს, წლების მანძილზე ჩქმალავდნენ, გაურბოდნენ და ამახინჯებდნენ. როსტომ ჩხეიძის წიგნში მკითხველის წინაშე იშლება ფაქტებისა და პიროვნებათა მოზაიკა, სულისშემძვრელი და ბევრისთვის აქამდე უცნობი ნიუანსებით, ტრაგიკული ბედისწერის პარადოქსებით და გმირობის შთამბეჭდავი მაგალითებით.

გაზიარება: