ჰამლეტი

GEL 14.95
აღწერა
2019 / მთარგმნ. ლელა სამნიაშვილი / ყდა: რბილი / 252 გვ. / 18x14.
ფასი
GEL 14.95
ISBN
9789941487422
ნანახია
91

დეტალური აღწერა:

არტანუჯი

უილიამ შექსპირი


„ჰამლეტი“ ქართულად 1886 წელს გამოქვეყნდა და ივანე მაჩაბლის პოეტურად უზადო თარგმანი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ დღემდე ცოტას თუ უფიქრია ალტერნატიული ვერსიის შექმნაზე. უნდა ვაღიაროთ, რომ ახალგაზრდებისთვის დღეს ძალისხმევას მოითხოვს შექსპირის წაკითხვა ქართულად. არადა, შექსპირის თემები ისევ ძალიან თანამედროვეა. მარადიულ კითხვებზე აგებულ ფილოსოფიასთან ერთად, შექსპირის მასშტაბურობა და კოსმოპოლიტიზმი ერთ-ერთია, რაც „ჰამლეტს“ არ აძველებს. ჭრელი გემოვნებისთვის „ჰამლეტი“ ნებისმიერ ეპოქაში ინარჩუნებს ერთგვარ კაუჭებს. სანახაობის მოყვარულებს აქ დღესაც დახვდებათ დინამიური, ემოციური ამბავი; ტრადიციონალისტებს – სამეფო კარის ცხოვრებისა და ჯენტლმენობის ნოსტალგიური აღწერა; სოციალისტებს – მომავალი რევოლუციების წინასწარმეტყველური ქადაგება; სკეპტიკოსებს – ტრაგიზმის წამლეკავი მახვილი ირონია; ფემინისტებს – შექსპირის ეპოქისათვის უჩვეულო ხმა, რომელიც სქესთა შორის უთანასწორობას წარმოაჩენს, როგორც პრობლემას.