21-ე საუკუნის დასაწყისის პოეტი

GEL 11.95
აღწერა
2019 / ყდა: რბილი / 111 გვ. / 14.3X18.
ფასი
GEL 11.95
ISBN
9789941310744
ნანახია
90

დეტალური აღწერა:

ინტელექტი

შოთა იათაშვილი


ზარმაცებმა დაიწყეს ლექსების წერა. წამოწვებიან დივანზე, ამთქნარებენ, მუცელს იფხანენ, არ იციან, რა აკეთონ და ზუსტად ამ დროს თავპირისმტვრევით მოფრინავს მუზა. ცერათითზე ჩამოჯდება ან მუხლისთავზე, მოუღიტინებს ზარმაცს და ისიც გახალისდება. ლექსის წერა უქნარასთვის ხომ ის საქმეა, არასდროს რომ არ დაეზარება.