bookspace

ნარცისი და გოლდმუნდი

GEL 15.9
აღწერა
2021 / მთარგმნელი: მარიამ ქსოვრელი / ყდა: რბილი / 342 გვ. / 13.00 X 19.50
ფასი
GEL 15.9
ნანახია
439

დეტალური აღწერა:

სულაკაურის გამომცემლობა

ჰერმან ჰესე


„ნარცისი და გოლდმუნდი“ ნობელის ლაურეატი მწერლის, ჰერმან ჰესეს, შედარებით გვიანი პერიოდის ნაწარმოებია. ის 1930 წელს გამოიცა.

რომანში გადმოცემულია ორი ახალგაზრდა კაცის, ორი სულიერი მეგობრის, ისტორია. გოლდმუნდი, ნაწარმოების მთავარი გმირი, ხელოვანი, მგზნებარე, მაძიებელი და მოხეტიალე ბუნების ადამიანია, რომელმაც წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების გზა უნდა გაიაროს; ნარცისი კი, ასკეტი ბერია, რომელიც ასაზრდოებს გოლდმუნდის ხელოვნებას და მას სულიერ სამყაროსსთან აკავშირებს. რომანში მეგობრები განიხილავენ განსხვავებულ მოგზაურობას ცხოვრებაში, თუ როგორ გააცნობიერეს ჭეშმარიტება არსებობის შესახებ. „ყოფიერება ორად იყო გაყოფილი, წინააღმდეგობებით არსებობდა იგი… ერთის დაკარგვით მუდამ მეორე მიიღწეოდა და მუდამ იყვნენ ერთმანეთისთვის საჭირონი…”

ეს არის ყოვლისმომცველი ისტორია სიცოცხლის მნიშვნელობასა და ადამიანობაზე. ჰერმან ჰესეს ნაწარმოებების უმეტესობის მსგავსად, ამ წიგნის მთავარი თემა საკუთარი თავისა და ცხოვრების არსის ძიებაა.

გაზიარება: