bookspace

მინოტავრი დავალება

GEL 9.9
აღწერა
2018 / მთარგმნ. მაია ბადრიძე / 102 გვ. / 13.50 X 19.50
ფასი
GEL 9.9
ISBN
9789941115707
ნანახია
1282

დეტალური აღწერა:

დიოგენე

ფრიდრიხ დიურენმატი


შვეიცარიელი მწერალი ფრიდრიხ დიურენმატი (1921-1990), უპირველეს ყოვლისა, ცნობილია, როგორც ფსიქოლოგიური დეტექტივის დიდოსტატი. წიგნი დიურენმატის ორ ნაწარმოებს აერთიანებს.  დრამატული ბალადა „მინოტავრი“ არის სევდიანი ამბავი ურჩხულზე, რომელიც მინის კედლებიან ლაბირინთში გამოკეტეს და რომელიც ცდილობს, გარშემო არეკლილ უთვალავ ორეულთან დაამყაროს ურთიერთობა.  „დავალება, ანუ დამკვირვებლების დამკვირვებლის დაკვირვება“ ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური დეტექტივია, სადაც სიუჟეტი უცნაური შემთხვევითობებისა და გასაოცარი დამთხვევების ფონზე ვითარდება. ამ სამყაროში არავინ არავის ენდობა. აქ ყველა ყველას და ყველაფერს აკვირდება. იმარჯვებს ის, ვინც ცდილობს, ძალადობის, ტყუილის, საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციის მექანიზმის ახსნას, ვინც მოვლენების კულისებში იხედება და მათ იდუმალების ნიმბს აშორებს.

გაზიარება: