bookspace

4 რომანი

GEL 39.95
აღწერა
2018 / მთარგმნ. ელზა და გიორგი მეტრეველები / ყდა: რბილი / 661 გვ. / 16.5x23.5.
ფასი
GEL 39.95
ISBN
9789941482410
ნანახია
1156

დეტალური აღწერა:

ინტელექტი

მილორდ პავიჩი


წიგნში მილორად პავიჩის ოთხი რომანია შესული:

„უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში“ – რომანი თავგანწირულ სიყვარულსა და სიძულვილზე, ღალატზე, ერთგულებასა და შურისძიებაზე, წარმატებასა და ბედნიერებაზე. 
მთარგმნელები: ელზა და გიორგი მეტრეველები

„შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“ თავისებური ლიტერატურული თამაშია – მწერალი თამაშობს სიტყვებით, ბედ-იღბლით, ლიტერატურული პერსონაჟებით, მწერლებით, მხატვრებით, მუსიკოსებით. პავიჩი ამ წიგნშიც არახაზობრივი პროზის ოსტატია, რთულიც და ერთგვარად დამაბნეველიც. 
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი.

განსხვავებულია პავიჩის 2004 წელს გამოცემული დეტექტიური რომანის – „უნიკალური ეგზემპლარის“ კომპოზიცია: წიგნს ასი დასასრული აქვს, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს, მისთვის სასურველი ვერსია აირჩიოს. შესაბამისად, ყველა, ვინც ამ წიგნს გადაშლის, უნიკალური ეგზემპლარის მფლობელი გახდება. 
მთარგმნელი: სალომე ბენიძე.

თავისი მეუღლისა და შთაგონების წყაროს – იასმინა მიხაილოვიჩისადმი მიძღვნილი „სხვა სხეულის“ მთავარი პერსონაჟი ანა თავის მიჯნურთან ერთად XVIII საუკუნის ვენეციაში ცხოვრობს. ისინი ფერისმცვალებელი ქვის ბეჭდისა და ფეხიანი სასმისის ძირზე წარწერილი უცნაური გამონათქვამის საიდუმლოს გამოცნობას ცდილობენ; თითქმის სამასი წლის შემდეგ სერბი მწერალი და მისი ცოლი ლიზა კვლავ წააწყდებიან ქვის ბეჭდის, გამონათქვამისა და „ღვთისმშობლის ცრემლთა“ გამოცანა-საიდუმლოს.
მთარგმნელი: გურამ გოგიაშვილი.

გაზიარება:

ხელმისაწვდომია ფილიალებში:
Main branch