დეტალური აღწერა:
გერონტი ქიქოძის ისტორიული მონოგრაფია "ერეკლე მეორე" საბჭოთა დროს, ავტორის ე.წ. შიდა ემიგრაციის პერიოდში დაიწერა და მას მერე არა ერთხელ გამოქვეყნდა. როგორც წინასიწტყვაობაში აკა მორჩილაძე წერს " ეს საოცრად კულტურული, ჭკვიანი და აუცილებელი წიგნია. ისეთი წიგნია, რომ დაწერის დროიდან თითქმის ყოველ ათწლეულში გამოიცემოდა და, ალბათ, მომავალშიც ასე იქნება " ან "იშვიათი ქართველის წიგნი დიდი ქართველის შესახებ - ასეთია გერონტი ქიქოძის მიერ მოთხრობილი ერეკლე მეორის თავგადასავალი. "