bookspace

ზღვას ვევედრები

GEL 21.95
აღწერა
2018 / მთარგმნ. ლალი ყუშიტაშვილი / ყდა: მაგარი / 48 გვ. / 15.5 X 24.5.
ფასი
GEL 21.95
ISBN
9789941478475
ნანახია
995

დეტალური აღწერა:

არტანუჯი

ხალიდ ჰოსეინი


მთვარით განათებულ სანაპიროზე მამას ვაჟიშვილი კალთაში უზის და არწევს, გათენებას ელოდება. დილას ნაპირს ნავი მოადგება. მამა ბიჭს სირიაში, ბაბუის სახლში გატარებულ ზაფხულის გრძელ ღამეებს ახსენებს, ნიავით აფორიაქებულ ზეთისხილის ხეებს, ბებიას კიკინა თხებს, ჯამ-ჭურჭლის ჩხაკუნს, ხმაურიან ქალაქ ჰომსს, ხალხით სავსე ვიწრო ქუჩებს, მეჩეთს, დიდ ბაზარს და იმ დღეებს, როცა ჰომსის ქუჩებში სეირნობდნენ, სანამ ციდან ჭურვების წვიმა წამოვიდოდა და იძულებული გახდებოდნენ, გაქცეულიყვნენ. მზე ამოვა, ხალხი თავს მოუყრის თავის ავლადიდებას, ნავში ჩასხდებიან და თავშესაფრის საძიებლად ზღვით სახიფათო მოგზაურობას დაიწყებენ.

ხალიდ ჰოსეინის „ზღვას ვევედრები“ სამი წლის სირიელი ლტოლვილი ბიჭუნას, ალან ქურდის, ამბავმა შთააგონა. ბიჭუნა, რომელიც ოჯახთან ერთად ცდილობდა, უსაფრთხოება ევროპაში ეპოვა, 2015 წლის 2 სექტემბერს ხმელთაშუა ზღვაში დაიხრჩო.ალანის სიკვდილის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, კიდევ უამრავი ადამიანი ეცადა ნავებით ზღვის გადაკვეთას; მათგან 4,176 კაცი დაიღუპა ან დაიკარგა.

გაზიარება:

ხელმისაწვდომია ფილიალებში:
Main branch