დეტალური აღწერა:
ზღაპარში ყოველთვის საკვირველი ამბები ხდება. ისეთი, გულისფანცქალით რომ კითხულობ, რა მოხდება მერე… კითხვისას, აუცილებლად აგიჩქარდება გული, როცა პატარა გერდა მძინარე ბიჭს დაჰყურებს… მოლოდინად გადაიქცევი, როდესაც პატარა სირინოზი, დანით ხელში, უფლისწულისკენ მიდის… დაელოდები, როგორ დაასრულებს ქარი თავის ნაამბობს ერთ უცნაურ კაცზე.
ხელმისაწვდომია ფილიალებში: