ონლაინგოგო

GEL 12.99
აღწერა
2015; მთარგმნ. ნინო ნოზაძე; ყდა: რბილი; 368გვ.; 14x19.5.
ფასი
GEL 12.99
ISBN
2000683205554
ნანახია
97

დეტალური აღწერა:

პალიტრა L

ზოი საგი


პენის საიდუმლო აქვს, ის ბლოგერი ხდება და იწყებს წერას მეგობრობაზე, ბიჭებზე, სკოლის ამბებზე, თავის არაჩვეულებრივ ოჯახსა და შიშზე, რომელიც მისი ცხოვრების თანმდევია და მოსვენებას უკარგავს. ვინაიდან პენის ამ თებეზე საუბარი ღიად არ სურს, ფსევდონიმს ირჩევს -ონლაინგოგო. როცა რეალურ ცხოვრებაში, კერძოდ სკოლაში, ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბება, პენის მშობლები გადაწყვეტენ, დათანხმდნენ ხელსაყრელ წინადადებას და საშობაოდ, შვილებთან ერთად გაემგზავრონ ნიუ-იორკში, სადაც სასტუმრო „უოლდორფ ასტორიაში“ ქორწილის ორგანიზება ევალებათ. სწორედ იქ გაიცნობს პენი ნოეს - მოხდენილ, გიტარით გატაცებულ ამერიკელს. შეყვარებული ონლაინგოგო „ბრუკლინელ ბიჭთან“ გატარებულ ყოველ დღეს თავის ბლოგზე წერს. ნოეც რაღაც მნიშვნელოვანს მალავს, როცა ორივე საიდუმლო ერთდროულად გამჟღავნდება და მთავარი გმირების სიყვარულს საფრთხე დაემუქრება, საინტერესოა, როგორ გაუმკლავდებიან მას პენი და ნოე.