bookspace

მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში

GEL 13.95
აღწერა
2020; მთარგმნ. ლევან ინასარიძე; ყდა: მაგარი; 271გვ.; 13X19.5.
ფასი
GEL 13.95
ISBN
9789941320774
ნანახია
1431

დეტალური აღწერა:

პალიტრა L

აგათა კრისტი


აგათა კრისტი, ბევრი მისი თანამედროვე ინგლისელი მწერლის მსგავსად, დიკენსის მზიური სახლიდან გამოვიდა. ამ სახლიდან გამოყოლილი სხივი მერე და მერე ტალანტის იდუმალ სამყაროში იმ მახვილად გამოიჭედა, რისთვისაც დეტექტივის დედოფლის წოდება ისე მიანიჭეს, როგორც მეომარს-რაინდობა. ალბათ, მთავარი, რასაც აგათა კრისტის ნაწარმოებიდან ამოვიკითხავთ, სიკეთის აუცილებელი გამარჯვების იდეაა, რომელიც, დეტექტივისთვის დამახასიათებელი და ამ შემთხვევაში ვირტუოზობამდე მიყვანილი ეფექტური მოულოდნელობების განცდასთან ერთად, უცნაურად მახლობლად, შენს წიგნად აქცევს აგათა კრისტის ნაწარმოებს. ასეთი განცდა სიყმაწვილიდან გამომყვა, როცა მისი, მაშინ ძალზე ძნელად საშოვნელი, წიგნი პირველად წავიკითხე. მისი ”ავტობიოგრაფიის” მიხედვით, აგათა კრისტის ყვარებია ”მზე, ვაშლები, მუსიკა, მატარებელი, ციფრები.. ზღვა, დუმილი.. ძილი ოცნება.. ყავის სურნელი, ძაღლები და თეატრი”, რაც უნებურად მაინც ამჟღავნებს მის ფარულ სურვილს-გაქცეოდა ყოველდღიური ხიფათებით სავსე სინამდვილეს, ”ძალადობას, დაუნდობლობას” (მისი სიტყვებია!) და მშვიდი, მყუდრო, ადამიანური ცხოვრებით ეცხოვრა.

გაზიარება: