ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება

GEL 16.95
აღწერა
2020; მთარგმნ. დავით ახალაძე; ყდა: რბილი; 216გვ.; 14x21.
ფასი
GEL 16.95
ISBN
9789941321122
ნანახია
96

დეტალური აღწერა:

პალიტრა L

მარკ მენსონი


საკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენისთვის, სულაც არაა საჭირო თავის წარმოჩენა. პირიქით, ამისთვის ჩვენს დეფექტებსა და ნაკლოვანებებზე თავის გასწორება უნდა შეგვეძლოს. სწორედ ასეთ იდეებზეა აგებული წიგნი, მარკ მენსონის „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“. გვასწავლის: 1. როგორ გავუსწოროთ თვალი სამყაროში არსებულ გამოწვევებს? 2. როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი სირთულეების გადალახვის შემდეგ? 3. როგორ შევეგუოთ იმ აზრს, რომ ამ ქვეყანაში სულაც არაა ყველაფერი, ისე, როგორადაც ჩვენ წარმოგვიდგენია... „მარკ მენსონის წიგნი „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ შემთხვევით აღმოვაჩინე. 2018 წლის დასაწყისი იყო. უბრალოდ, გუგლში ჩავწერე ყველაზე პოპულარული წიგნები. ეს წიგნი ათეულში შედიოდა. ჩემი ყურადღება სათაურმა მიიქცია. წიგნის შეძენამდე სარჩევს გადავავლე თვალი. წიგნი ხუთ დღეში წავიკითხე. საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა, ეგზისტენციურ კრიზისს რომ ეძახიან. წიგნში წაკითხული თითოეული წინადადება იმდენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იყო, რომ ერთ ადგილზე ვეღარ ვისვენებდი. ეს არის წიგნი ცხოვრების შესახებ, დაწერილი ერთი ჩვეულებრივი ადამიანის მიერ, რომელსაც არც სადოქტორო აქვს დაცული და არც ძეგლი უდგას სადმე. უბრალოდ, ადგა, ძალიან ბევრი იფიქრა, იწვალა და არასრულფასოვნების კომპლექსიც დაძლია. შემდეგ გადაწყვიტა, თავისი ცხოვრებისეული მიგნებებითა და გამოცდილებით მილიონობით ადამიანს დახმარებოდა და ეს წიგნი დაწერა. ჩემი აზრით, ძალიან კარგად გამოუვიდა. ორმაგად სასიხარულოა, რომ მენსონის წიგნი ქართულად ითარგმნა „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში და ის ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა.“ – მთარგმნელი